NEW SANTA FE 2018

89,081 ლარიდან

აირჩიეთ ფერი:
#776c6d

2.2 A/T DIESEL 4X4 (DIESEL FULL)

2.2 A/T DIESEL 4X4 (DIESEL FULL)

116,928 e

2.2 A/T DIESEL 4X4 (DIESEL MIDDLE)

2.2 A/T  DIESEL 4X4 (DIESEL MIDDLE)

105,408 e

2.2 A/T DIESEL 4X4 (DISEL FULL TOP)

2.2 A/T  DIESEL 4X4 (DISEL FULL TOP)

122,976 e

2.2 A/T DIESEL 4X4

2.2 A/T DIESEL 4X4

85,550 e

NEW SANTA FE 2.2 A/T DIESEL 4X4 (DIESEL FULL)

7 ადგილი
200 ცხ.ძ
7.5 / 5.6 / 6.3 100კმ ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული

*ფასები წარმოდგენილია საორიენტაციო კურსით: 1 USD = 2.88 ₾. ანგარიშსწორება მოხდება გაყიდვის დღეს  არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კუსის მიხედვით.

 

გახადე დრო ხარისხიანი

 

არსებობს განსხვავებული ავტომობილი თითოეული ოჯახისთვის.

და ყველა მათგანს ერთი სახელი აქვს: სრულიად ახალი სანტა ფე.

იზეიმეთ მრავალფეროვნება.

თითოეული ოჯახი განსხვავებულია, იმისთვის, რომ შექმნათ სრულყოფილი საოჯახო ავტომობილი, თქვენ უნდა გაუგოთ თითოეულ ოჯახს, ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ.

სრულიად ახალი სანტა ფე ერგება თანამედროვე ოჯახის ნებისმიერ მოთხოვნას . 

 

ვიზეიმოთ ერთობა

ჩვენ ვიცით, რომ არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად  დროს ხარისხიანად გატარება. ზუსტად ამიტომ, სრულიად ახალი სანტა ფე გაძლევთ კომფორტსა და თავისუფლებას, დატკბეთ ამ ძვირფასი მომენტებით თქვენს ახლობელ ადამიანებთან ერთად, ნებისმიერ დროსა და ადგილას.

 

 

შეაბიჯეთ იდეალურ საოჯახო ავტომობილში, ერთიანობის სამყაროში და სივრცეში, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას.

აღმოაჩინეთ ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაატაროთ ხარისხიანი დრო თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად. 

 

დიზაინი

სრულყოფილი საოჯახო ავტომობილი


საოჯახო ავტომობილი არ უნდა იყოს მოსაწყენი. ფართო, კასკადური რადიატორის ქრომირებული ბადე და 19-დუიმიანი მსუბუქი შენადნობის ბორბლები ქმნის ახალი, მაღალი გამავლობის ავტომობილის უნიკალურ და თამამ დიზაინს. კომპოზიტური მაშუქები ავტომობილს მაღალტექნოლოგიურ მომხიბვლელობას ანიჭებს, რომელიც მზად არის საოჯახო თავგადასავლებისთვის.

 

წინა მხარე

ფართო, კასკადური რადიატორის ბადე და განცალკევებული დღის ნათების და მთავარი მაშუქები.

 

გვერდი

დამახასიათებელი გრძელი ზოლი და სოლიდური ბორბლის თაღების დიზაინი

 

უკანა მხარე 

3D დიოდური მაშუქები და ჰორიზონტალური მასიური „ნაპირის ხაზი“

თამამი პროპორციები , უკანა დიოდური სანათები, უკანა სპოილერი.

ფართო ინტერიერი, მეტი ადგილით ფეხების მოსათავსებლად და საკმაოდ დიდი საბარგული გთავაზობთ სრულ კომფორტს თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი მომენტებისთვის.

   

 

ინტერიერი

შეიგრძენით ჰიუნდაის ახალი თაობის კროსოვერის ინტერიერის ატმოსფერო 

ხელსაწყოთა პანელი უფრო ფართოა  და მოძრავი ეკრანით აღჭურვილი აუდიო ვიდეო სისტემის საშუალებით უზრუნველყოფს მაქსიმალურ ხილვადობას . ინტერიერის ფართო სივრცეს ავსებს დახვეწილი და კომფორტული სავარძლები.

 

სავარძლები და საბარგული

თქვენი ოჯახის სიდიდის მიუხედავად, იქნებით პიკნიკზე, გოლფის სათამაშოდ თუ კემპინგში, 7-ადგილიანი სანტა ფე გთავაზობთ სრულ მოქნილობას სავარძლების მრავალფეროვანი კონფიგურირების საშუალებით.

სავარძლების კონფიგურაციის მორგება შესაძლებელია თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე. მაგალითად, მე-2 და მე-3 რიგის სავარძლების დაკეცვით, ტვირთისთვის დიდი სივრცის გამონთავისუფლებაა შესაძლებელი.

 

 

საექსპლუატაციო მახასიათებლები

საოჯახო ავტომობილი - უბრალოდ ბევრი ენერგიით.

 

იმისათვის რომ გაუძლოს უფრო მეტ და მეტ მოგზაურობას სანტა ფე აღიჭურვება დიზელის ან ბენზინის ძრავით და 6- ან 8-სიჩქარიანი ტრანსმისიით, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის მაქსიმალურ ეკონომიურობასა და გამძლეობას.

 

2.4 ლ GDi ბენზინის ძრავი

მაქსიმალური სიმძლავრე 188 ცხ. ძ. 6,000 ბრ/წთ-ის დროს

და მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 24.6 კგმ ძალა ძალა 4,000 ბრ/წთ-ის დროს

 

3.5 ლ MPi ბენზინის ძრავი
მაქსიმალური სიმძლავრე 280 ცხ. ძ. 6,300 ბრ/წთ-ს დროს

და მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 34.3 კგმ ძალა ძალა 5,000 ბრ/წთ-ის დროს

 

2.4 ლ MPi ბენზინის ძრავი
მაქსიმალური სიმძლავრე 172 ცხ. ძ. 6,000 ბრ/წთ-ს დროს

და მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 22.9 კგმ ძალა 4,000 ბრ/წთ-ის დროს

 

2.2 ლ CRDi დიზელის ძრავი
მაქსიმალური სიმძლავრე 200 ცხ. ძ. 3,800 ბრ/წთ-ს დროს

და მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 45.0 კგმ ძალა 1,750∼2,750 ბრ/წთ-ის დროს

 

2.0 ლ CRDi დიზელის ძრავი
მაქსიმალური სიმძლავრე 185  ცხ. ძ. 4,000 ბრ/წთ-ს დროს

და მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 41.0 კგმ ძალა 1,750∼2,750 ბრ/წთ-ის დროს

6- ან 8-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია

ავტომატური ტრანსმისია გამოიყენება ყველა ტიპის ძრავის შემთხვევაში ავტომობილის უფრო მოსახერხებლად და კომფორტულად მართვისთვის.

6-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია

მექანიკური ტრანსმისია ავტომობილის მართვას უფრო სასიამოვნოს ხდის და უზრუნველყოფს  რბილი სვლის შესაძლებლობას.


HTRAC სრული ამძრავი სისტემა

HTRAC - ეს არის ელექტრონული ყველა წამყვანი თვალის მართვის სისტემა, რომელიც ავტომატურად, ავტომობილის სიჩქარისა და საგზაო პირობების მიხედვით აკონტროლებს სამუხრუჭო ძალას მარცხენა და მარჯვენა თვლებს შორის და იყენებს აქტიურ მართვას წინა და უკანა ხიდებს შორის მაბრუნი მომენტის გადასანაწილებლად, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა მოძრაობისა თუ მოხვევების დროს სრიალა გზებზე.

 

მოძრაობის რეჟიმი

ხელსაწყოთა პანელის ფერი იცვლება მოძრაობის რეჟიმების შერჩევასთან ერთად (კომფორტული, ეკოლოგიური ან სპორტული). კომფორტული რეჟიმი უზრუნველყოფს ოპტიმიზებული მაბრუნი მომენტის მიწოდებას სტაბილური მოძრაობისთვის, ეკონომიური რეჟიმის დროს პრიორიტეტი ენიჭება საწვავის ეკონომიას, მაშინ, როდესაც სპორტული რეჟიმი აძლიერებს შესაძლებლობებს დინამიური მართვის უზრუნველსაყოფად. და ბოლოს - “ჭკვიანი” რეჟიმი-, რომელიც ავტომატურად არჩევს სათანადო რეჟიმს საგზაო პირობებიდან და მართვის სტილიდან გამომდინარე

 

 

უსაფრთხოება

 

სიმშვიდე სალონში არ არის მნიშვნელოვანი, თუ რა ხდება გარეთ.

 

Sensor Fusion ტიპის პირდაპირი შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (FCA) 

წინა ხედვის კამერა და წინა რადარი აფრთხილებს მძღოლს სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან გარდაუვალი შეჯახების ან, უფრო მეტიც, გარკვეული ტიპის ობიექტებთან შეჯახების რისკის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში იყენებს ავარიულ დამუხრუჭებას შეჯახების თავიდან ასაცილებლად.

* პირდაპირი შეჯახების გაფრთხილება (FCW) შედის ამ სისტემის ფუნქციებში.

* FCA - კამერის ტიპი, მხოლოდ აფიქსირებს სატრანსპორტო საშუალებას.


უკანა სვლით მოძრაობისას შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (RCCA).

უკანა ბამპერში ჩაშენებული რადარული სენსორები აკონტროლებს გადამკვეთი ტრაექტორიით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება ავტომობილს მარცხენა ან მარჯვენა მხრიდან უკუსვლით მანევრირების დროს და აუცილებლობის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად ამუხრუჭებს ავტომობილს შეჯახების თავიდან ასაცილებლად.

*.RCCW სისტემის ფუნქციებში ასევე შედის უკანა სვლით მოძრაობისას გადამკვეთი შეჯახების გაფრთხილება

 

ბრმა წერტილში შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (BCA).

უკანა ბამპერში ჩაშენებული რადარული სენსორები გამოიყენება მძღოლის გასაფრთხილებლად ბრმა წერტილის არეში მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების შესახებ და სისტემა ააქტიურებს მუხრუჭებს შეჯახების რისკის შემთხვევაში.

 

*BCW სისტემის ფუნქციაში ასევე შედის ბრმა წერტილში შეჯახების გაფრთხილება.


ზოლზე მოძრაობის შენარჩუნების დამხმარე სისტემა (LKA)

წინა ხედვის კამერა აფიქსირებს როგორც მოძრაობის ზოლის, ასევე გზის ნაპირის მონიშვნებს და ეხმარება, რათა არ დაუშვას მოძრაობის ზოლიდან ავტომობილის უნებური გადასვლა. როდესაც ავტომობილი გადადის თავისი მოძრაობის ზოლიდან (ან გზიდან), სისტემა რთავს ვიზუალურ და ხმოვან განგაშს და ავტომატურად მართავს ავტომობილის საჭეს, რათა თავიდან აირიდოს მოძრაობის ზოლიდან (ან გზიდან) გადასვლა.

* LDW სისტემის ფუნქციაში შედის მოძრაობის ზოლიდან გადასვლის გაფრთხილება 

 

„ჭკვიანი“ კრუიზ-კონტროლი გაჩერების და დაძვრის ფუნქციით

აღნიშნული სისტემა ინარჩუნებს მძღოლის მიერ წინასწარ შერჩეულ სიჩქარეს და მანძილს წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე, მძღოლის მიერ აქსელერატორის და მუხრუჭის პედლების გამოყენების გარეშე.

 

შორი ნათების დამხმარე სისტემა (HBA)

ეს ფუნქცია ავტომატურად შეარჩევს შორ ან ახლო განათებას საგზაო პირობებისა და წინ მიმავალი ან შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებების მაშუქების სიკაშკაშის მიხედვით. უზრუნველყოფს როგორც მძღოლის, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების კომფორტსა და უსაფრთხოებას ღამით მოძრაობის დროს.

ჩვენი მშვიდი ტექნოლოგია მოიცავს სხვადასხვა უსაფრთხოების ფუნქციებს, ისეთებს როგორიც არის: უსაფრთხო გადმოსვლის დამხმარე სისტემა, რომელიც გაფრთხილებთ უკანა მგზავრის შესახებ და გაძლევთ საშუალებას ყურადღება გაამახვილოთ უფრო მნიშვნელოვანზე.

 

6 უსაფრთხოების ბალიშით აღჭურვილი სისტემა

6 უსაფრთხოების ბალიშით აღჭურვილი სისტემა - წინა, გვერდითი და ფარდისებური ბალიშებით -  გვთავაზობს საფუძვლიან დაცვას შეჯახების შემთხვევაში. უახლესი ტიპის წინა ბალიშების სისტემა განსაზღვრავს თუ როდის და როგორ გამოიყენოს ბალიშის გახსნის წნევა ავარიის შემთხვევაში მგზავრის პოზიციის, უსაფრთხოების ქამრების გამოყენების და შეჯახების სერიოზულობის გათვალისწინებით.

 

უკანა სავარძელზე მოთავსებული მგზავრის შესახებ გაფრთხილების სისტემა (ROA)

უკანა სავარძელზე მოთავსებული სმგზავრის შესახებ გაფრთხილების სისტემა აფიქსირებს მოძრაობას უკანა სავარძელზე და განგაშის სიგნალით ახსენებს მძღოლს დარჩენილი მგზავრის შესახებ. თუ სისტემა შეამჩნევს მოძრაობას მას მერე, რაც მძღოლი დატოვებს ავტომობილს და დაკეტავს მას, სისტემა ჩართავს ხმოვანი განგაშის სიგნალს.

 

ავტომობილიდან უსაფრთხოდ გადმოსვლის სისტემა.

იყოლიეთ თქვენი ოჯახი უსაფრთხოდ ავტომობილიდან უსაფრთხოდ გადმოსვლის სისტემით. სისტემა შეამჩნევს უკნიდან მოახლოებულ ავტომობილს და ინარჩუნებს აქტიურ მდგომარეობაში ბავშვების ბლოკირების სისტემას რათა არ დაუშვას მგზავრების გარეთ გადმოსვლა. როდესაც ავტომობილი ჩაივლის, ღილაკზე მარტივი თითის დაჭერა განბლოკავს კარებს უსაფრთხოდ გადმოსასვლელად.

 

მძღოლის ყურადღების მოდუნების გაფრთხილების სისტემა (DAW)

აღნიშნული სისტემა შეამჩნევს მძღოლის ყურადღების მოდუნების ნიშნებს და შესთავაზებს მას შესვენებას.

 

წრიული ხედვის მონიტორი (SVM)

მრავალკამერიანი სისტემა უზრუნველყოფს 360 გრადუსიან წრიულ ხედს ავტომობილის გარშემო, პარკირების პროცესის გასამარტივებლად.

 

 

მოხერხებულობა

Sana Fe  მზად არის ისტორიებისთვის

 

ავტომობილის შიდა კომფორტის შემყურე, თქვენ არასდროს აღარ გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი ოჯახური მომენტები.
Head-up დისპლეი უზრუნველყოფს ინფორმაციის პირდაპირ და მოხერხებულად პროექცირებას წინა საქარე მინაზე, უკაბელო დატენვის ფუნქცია საშუალებას მოგცემთ დატენოთ თქვენი ტელეფონი მარტივად და ინტეგრირებული მეხსიერებით აღჭურვილი სავარძლის გამო თქვენ აღარ დაგჭირდებათ ყოველ ჯერზე მისი ხელახლა მორგება 

 

ვირტუალური კლასტერი

ოპტიმალურად განლაგებული და წასაკითხად მოხერხებული, შესანიშნავი 7-დუიმიანი ციფრული საინფორმაციო კლასტერი გვიჩვენებს მძღოლისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიც არის  აქტიური უსაფრთხოების ფუნქციების სტატუსი, დარჩენილი მანძილი და საწვავის ხარჯი, სანავიგაციო მითითებები, გარე ტემპერატურა და ა. შ.

 

Head Up დისპლეი (HUD)

ბრწყინვალე გარჩევადობის ახალი Head Up დისპლეი ხელს უწყობს თქვენ ავტომობილის უსაფთხო მართვას, საქარე მინაზე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის პროექცირებით, როგორიცაა სიჩქარე, სანავიგაციო მითითებები და გაფრთხილებები.

 

სმარტფონის უკაბელო დამტენი

ცენტრალურ კონსოლზე მდებარე უკაბელო სატენი პანელი საშუალებას გაძლევთ მარტივად დატენოთ თავსებადი სმარტფონი კაბელების გამოყენების გარეშე.

 

ინტეგრირებული მეხსიერების სისტემა (IMS)

მაქსიმალური მოხერხებულობისთვის, ინტეგრირებული მეხსიერების სისტემა იმახსოვრებს ორი მძღოლისთვის სავარძლების და გარე სარკეების შერჩეულ პოზიციას, და Head Up დისპლეის პარამეტრებს, რათა მყისიერად მოხდეს მძღოლის პრეფერენციების დაყენება ღილაკზე ერთი დაჭერით.

 

დაკეცვა ერთი შეხებით

ერთი შეხებით დაკეცვის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ დაკეცოთ მე-2 რიგის სავარძლები მარტივად, ღილაკზე დაჭერით

 

შესვლის დამხმარე სახელური

დასხედით უკანა სავარძელზე მარტივად, სახელურის დახმარებით რომელიც, ავტომობილის სალონში მდებარეობს.

 

“ჭკვიანი” საბარგულის კარის სისტემა

ჩაალაგეთ ბარგი უფრო ადვილად “ჭკვიანი” საბარგულის კარის სისტემის გამოყენებით, რომელიც ავტომატურად გააღებს საბარგულის კარს მხოლოდ 3 წამში, თუ თქვენ  მანქანის სიახლოვეს “ჭკვიანი” გასაღებით იმყოფებით .

 

Infinity-ს აკუსტიკური სისტემა

Infinity™-ს ბრენდის აკუსტიკური პრემიუმ სისტემა უზრუნველყოფს განუმეორებელ ხმის ჟღერადობას, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ოჯახთან ერთად   საყვარელი მელოდიებით ისიამოვნოთ. 

 

აღნიშნული შეთავაზება შეიძლება განსხვავებული იყოს კონკრეტულ ბაზარზე

 

უკანა კარის მექანიკური  ფარდა.

მათთვის, ვისაც სურს მეტი, ვიდრე დაბურული მინა, უკანა კარის ხელით ასაწევი ფარდა შეგიქმნით უფრო მყუდრო გარემოს და დაგიცავთ მზის სხივებისგან. 

*ფასები წარმოდგენილია საორიენტაციო კურსით: 1 USD = 2.88 ₾. ანგარიშსწორება მოხდება გაყიდვის დღეს  არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კუსის მიხედვით.

 

გალერეა

ფოტო და ვიდეო გალერეა

1/19