ჰიუნდაის ექსკლუზიური ფასდაკლება Wings for life World Run 2019-ის მონაწილეებისთვის

Wings for life World Run 2019-ის მონაწილეებს მარათონის მხარდამჭერი კომპანია ჰიუნდაი სპეციალურ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, მათ ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში წარმოდგენილი ნებისმიერი მოდელის ყიდვა ექსკლუზიური ფასდაკლებით შეუძლიათ. კომპანია თითოეულ მოდელში გადახდილი თანხიდან 500 აშშ დოლარს Wings for Life-ის ფონდში გადარიცხავს, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს აფინანსებს.

ექსკლუზიური პირობების მიხედვით, მსურველებს ჰიუნდაი სანტა ფეს შეძენა 16 000-ლარიანი ფასდაკლებით შეუძლიათ. სხვა მოდელებზე კი ფასდაკლება 5400 ლარამდე ვრცელდება. Wings for life World Run 2019-ის მონაწილეებს შეთავაზების ფარგლებში შიდა განვადებით სარგებლობაც შეუძლიათ  

შეთავაზება მხოლოდ Wings for life World Run 2019-ის მონაწილეებზე ვრცელდება.  ექსკლუზიური პირობებით სარგებლობა კი მათ მიმდინარე წლის ბოლომდე შეუძლიათ. ფასდაკლების მისაღებად, ავტომობილის შეძენის მსურველმა მარათონში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი წარადგინოს. სერტიფიკატის ჩამოტვირთვა შემდეგი ბმულიდანაა შესაძლებელი: https://win.gs/30mlSKx

Wings for life World Run საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც იმართება. პროექტის მიზანი ზურგის ტვინის დაავადების კვლევითი ცენტრის მხარდაჭერაა. მარათონი წელს 5 მაისს, კახეთში ჩატარდა და  მასში 7 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

მოდელების განფასება

მოდელი

ფასდაკლება ლარში

Accent 2018   1 400 
Accent 2019 1 400
Elantra 2 700
Veloster 5 000
Grandeur 2018 5 400
Sonata Hybrid 4 900
Ioniq Hybrid 3 300
Ioniq Electric 2018 3 300
Ioniq Electric 2019 3 300
Creta 2 700
Tucson 3 500
Santa Fe 2018 16 000
Sante Fe 2019 2 700

 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გააგზავნოთ შეტყობინება Marketing@hyundai.ge -ზე ან დაგვიკავშირდეთ (032) 251 77 99