ჩვენ შესახებ

  • ჰიუნდაი ნიშნავს "თანამედროვეობას"

    ჰიუნდაი თავდაპირველად წარმოადგენდა, მცირე ზომის სამშენებლო კომპანიას. რომელიც 1947 წელს ჩან ჯუ ენის მიერ დაარსდა. კომპანია თავდაპირველად ასრულებდა ამერიკელი სამხედროების დაკვეთებს, შემდეგ აშენებდა სახლებს, ხიდებსა და გემებს.

     

    წარმატებული კომპანია სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა საავტომობილო მრეწველობით. შედეგად, 1967 წელს შეიქმნა Hyundai Motor Company. კომპანიამ  გახსნა ავტომობილების საწარმოო ხაზი, საწყის ეტაპზე თანამშრომლობდა წამყვან ამერიკულ და იაპონურ კომპანიებთან, აშენებდა ქარხნებს ევროპასა და აზიაში, ნაბიჯ-ნაბიჯ იძენდა ავტორიტეტს საერთაშორისო ბაზარზე და ასევე აღიარებას ავტომოყვარულთა შორის.

     

    2000 წლისთვის Hyundai Motor Company გახდა ეროვნული ბაზრის უპირობო ლიდერი, 2005 წელს პირველად მოხვდა მსოფლიო ბრენდების „ტოპ-ასეულში“, ხოლო 2010 წელს ის აღიარებულ იქნა სიდიდით მეხუთე ავტომობილების მწარმოებლად მსოფლიოში.

    ჰიუნდაი ავტო საქართველო 2005 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითა და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტითაა აღჭურვილი, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს.

ბრენდის შესახებ

  • ბრენდის არსი

    მარტივი
    „თანამედროვე პრემიუმ კლასი“ – ეს ნიშნავს ღირებულებებისა და გამოცდილების გამოხატვას უფრო მარტივი და მოსახერხებელი მეთოდებით.

    შემოქმედებითი

    შემოქმედებითი გააზრება, რომელსაც იყენებს Modern Premium ეს არის მომხმარებლებისთვის ხელშესახები სარგებლის გაზიარება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება ყველაზე სწრაფი და ეფექტური მეთოდებით.

    მზრუნველი

    ავტომობილი, უზრუნველყოფს მძღოლის უსაფრთხო გარემოს. მომხმარებელზე ზრუნვას, რომელიც ასახულია  Hyundai Motor-ის „თანამედროვე პრემიუმ კლასში“, კომპანია ემოციური ღირებულებების საშუალებით გადმოსცემს.