System Error

 

 

 
 
თავისებურებანი
  • გამორჩეული ეკონომიურობა - მხოლოდ 5.9 ლიტრი 100 კილომეტრზე

    „აქცენტს“ ასი კილომეტრის გასავლელად 5.9 ლიტრი საწვავი ჰყოფნის (1.4- ლიტრიანი ძრავის შემთხვევაში). ეკონომიურობის გარდა, ის საექსპლუატაციო ღირებულებებითაც გამოირჩევა და არის ძალიან პრაქტიკული.

    In case of 1.4 Manual T/M.
  • შთამბეჭდავი სიმძლავრე

    პატარა და მძლავრი. ასეთია „აქცენტი“. ბენზინის გამა სერიის და დიზელის U-II ძრავები მას სოლიდური სიმძლავრით და მაბრუნი მომენტით უზრუნველყოფს.

  • უსაფრთხოების სისტემები

    „აქცენტი“ აღჭურვილია ABS-ით და ექვსი აირბალიშით, რომელთაგან ორი წინა ბალიშია, ორი გვერდითა და უსაფრთხოების ფარდა

  • გარეგნობა შესრულებულია „თხიერი სკულპტურის“ სტილში. „აქცენტი“ კოხტა და თავდაჯერებულია.
  • ინტერიერი იგივე თემა შიგნითაც გრძელდება, სადაც თვალში საცემია ელეგანტურობა, მოცულობითი ფორმები და თვალწარმტაცი კონტრასტულობა.
  • მახასიათებლები ეკონომიური და გარემოსადმი მეგობრული, კომფორტულობით ლუქს კლასს მოგაგონებთ. საინჟინრო ხელოვნების ნიმუში, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავთ.
  • უსაფრთხოება მტკიცე გარსი, აირბალიშები და ავარიების თავიდან არიდების უნარი უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „აქცენტი“ არის მანქანა, რომელიც ყოველთვის თქვენზე ერთი ნაბიჯით წინაა
  • მოსახერხებელი „აქცენტი“ დაიკვეხნის ისეთი ეკიპირებით, რომელსაც მდიდრული ავტომობილის მყიდველი ეტანება. და მასში ნახავთ ისეთ რამეებსაც, რასაც ალბათ არ ელოდით.
ვიდეო
გარეგნობა

გაბედული მზერით მომავლისკენ

მომხიბლავი აქცენტებით, ეს ავტომობილი ყველასაგან გამოირჩევა. თავისებური სანისლე ფარები, რომლებიც ორგანულად ერწყმის ძარას, რადიატორის განიერი და მასიური ცხაური, რომელშიც ინტეგრირებულია ბამპერი, ფარები მომრგვალებული ფორმებით და დამახასიათებელი ფორმების მქონე კაპოტი - ეს ყველაფერი სიძლიერეზე მიგვითითებს. მართლაც თხიერი და სკულპტურულია.


ფარები შესანიშნავი განათებით
ღამით ოპტიმალურ განათებას იძლევა. შავად მოარშიებული ორსეგმენტიანი დიზაინი იმავე ლუქსის შთაბეჭდილებას ქმნის

პატარა და მაინც ძალიან ეფექტური, განსაკუთრებით უკნიდან

ყველანაირი თვალსაზრისით თანამედროვე ავტომობლი. რბილი ფორმები, ბამპერი უკანა ამრეკლებით, გარსშემოდენილი უკანა ფარები - ეს ყველაფერი მდიდრულად და ჰარმონიულად გამოიყურება.


უკანა კომბინირებული ფარები მკვეთრი კვალით გარდა იმისა, რომ მანქანის უკანა ნაწილს ჰარმონიულ იერს ანიჭებენ, უკანა გარსშემოდენილი ფარები მკვეთრ, სინათლის კარგად გარჩევად კვალს ტოვებენ

ყოველთვის მზადყოფნაში და სპორტული

„აქცენტის“ სილუეტი, მშვილდივით მოზიდული სახურავით, წინ წაწეული კაბინით და მანქანის ქვედა ნაწილში არსებული მკვეთრი ზოლებით, კუპეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

„აქცენტის“ სარეკლამო რგოლი
„ჰიუნდაი აქცენტი“ გლობალური ავტომობილია. მას ნახავთ საფრანგეთში, დუბაიში, ჩილეში. ეს არის ლამაზი ავტომობილი, რომელიც ყველაფრით გამოირჩევა.

  • სანისლე ფარები
    გარდა იმისა, რომ ნისლიან ამინდში ხედვას აუმჯობესებენ, სანისლე ფარებს ავტომობილის დახვეწილ სტილში თავისი ადგილი უკავია.

  • გვერდითა სარკეები მოხვევის ციმციმას დუბლირებით
    უკანა ხედვის გვერდითა სარკეებში კოხტადაა ჩასმული მოხვევის ნიშნის დუბლირებული ციმციმები, რის წყალობითაც, მოხვევა უფრო უსაფრთხოდ სრულდება, საერთო ჯამში კი ავტომობილი უფრო უსაფრთხოა.

  • კარის სახელურები კარის სახელურები ძარის ფერშია შეღებილი, რაც მათ სისადავეს განაპირობებს.

  • ბორბლები „აქცენტის“ მყიდველს შეუძლია აარჩიოს ფოლადის 14-დუიმიანი ან ალუმინის 16-დუიმიანი ბორბლები, რომლებიც თავიანთი ინდივიდუალური ფორმებით, ავტომობილს გამორჩეულ იერს ანიჭებენ.
ინტერიერი

თქვენთვის შექმნილი

ერგონომიული, მომხიბვლელი და პრაქტიკული სალონი კარგად აღქმადია პრაქტიკული. კარების შიდა ნაწილში ძარის ფორმები აისახება, მათი სახელურები სპორტული სტილის ერთგვარი გაგრძელებაა.


black gray beige
ორ ტონში შესრულებული, სახალისო, გამომხატველი ფერები მომხმარებელს შეუძლია ინტერიერის შესრულების სამ ვარიანტიდან აარჩიოს. ესაა კრემისფერი ორ ტონში, რუხი ორ ტონში და შავი ერთ ტონში. თითოეულ ვარიანტს თავისი ქსოვილი შეესაბამება.

  • მზისგან დამცავი წინაფრა
    მზისგან დამცავი წინაფრა განახლებულია. ის ქსოვილითაა შემოსილი, რაც მდიდრულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამასთან, მასში ჯიბეცაა დატანებული, რომელშიც მართვის ლიცენზიის ჩადება შეიძლება.

  • საბარგული
    საბარგულის მოცულობა 389 ლიტრამდე გაიზარდა.

  • ხელის რეგულირებადი ცენტრალური საყრდენი
    ცენტრალური კონსოლის ხელის საყრდენი 60 მილიმეტრით წინაა წაწეული, რაც კომფორტს აუმჯობესებს.

  • შუშის ელექტროამწევი ელექტროამწევის გადასართველები კარის სახელურის პანელზეა განლაგებული

  • სიმაღლეში რეგულირებადი საკისრეები
    მძღოლს და მგზავრს შეუძლიათ თავისი სიმაღლის შესაბამისად მოირგონ საკისრეები, რაც უსაფრთხოებას აუმჯობესებს.

  • ფოსო მზის სათვალისთვის „აქცენტში“ სათვალეს ყველაზე დაცულ ადგილას შეინახავთ და თან, ის ყოველთვის ადვილად მისაწვდომ ადგილზე იქნება.
მახასიათებლები

გამა 1.4 CVVT

Gamma 1.4 CVVT

გამა 1.6 CVVT

Gamma 1.6 CVVT

U-II 1.6 VGT

U-II 1.6 VGT
გამა სერიის მსუბუქი 1.4-ლიტრიანი CVVT ძრავი ეკონომიურობით გამოირჩევა. მისი სიმძლავრე 108 ცხენის ძალაა (6300 ბრ/წთ-ზე), იმავე სერიის 1.6-ლიტრიანი CVVT- ს სიმძლავრე 124 ცხენის ძალაა (6300 ბრ/წთ-ზე), დიზელის 1.6-ლიტრიანი VGT-ს სიმძლავრე კი - 128 ცხენის ძალა (4000 ბრ/წთ-ზე).

Blue–the colour of driving
ახალი „აქცენტის“ ეკონომიურობას, მის კაპოტქვეშ მოთავსებული აგრეგატები უზრუნველყოფენ. აქ ნახავთ ლურჯ პაკეტს, რომელიც საწვავის ეკონომიურობის გასაუმჯობესებელ ელემენტებს მოიცავს. მათ შორისაა გენერატორის მართვის სისტემა, რომელიც აკუმულატორს იმდენ დენს აწვდის, რამდენიც მის შესავსებადაა საკმარისი. ამით, ძრავს ზედმეტი დატვირთვა ეხსნება. აქვეა სისტემა სტარტ-სტოპი, ასევე ენერგიის რეგენერაციის სისტემა, რომელიც ენერგიას დამუხრუჭებისა და თავისუფალი სვლის დროს აგროვებს. ეს ყველაფერი, საწვავის ხარჯსაც ამცირებს და გამონაბოლქვსაც. გენერატორი ავტომობილის დაძვრის დროსაც ითიშება და ამ დროს, ძრავის მიერ გამომუშავებული ძალა ძირითადად ბორბლების ტრიალს ემსახურება.
  • გამა 1.4 CVVT
  • გამა 1.6 CVVT
  • U-II 1.6 VGT
  Engine performance might differ by regions.

ავტომატური ტრანსმისია სწრაფი რეაგირებით
მართვის ჰიდრავლიკურ სისტემაში ზეთის წნევის ცვლილებით, ავტომატური კოლოფი საფეხურების სწრაფ გადართვას უზრუნველყოფს.

მექანიკური ტრანსმისია
5/6 -საფეხურიანი მექანიკური კოლოფი გადაცემების რბოლსა და უხმაურო
გადართვებს უზრუნველყოფს, რაშიც ბურთულოვანი სინქრონიზატორები,
კბილანების კბილების ოპტიმიზებული ფორმა და დეტალების ზუსტი დამუშავება
ეხმარება.
უსაფრთხოება

მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო
სისტემა (ABS)

სველსა და სრიალა გზაზე დამუხრუჭებისას, გზიდან ყოველ
გადახვევას, ABS-ის სენსორები აფიქსირებს. ამ დროს, სისტემა
აქტიურდება და გამორიცხავს მოქნევას,
ან მუხრუჭების დაბლოკვას. ამგვარად,
შესაძლებელი ხდება მოძრაობის სწორი
კურსის შენარჩუნება.

თქვენ აირბალიშებით იქნებით გარსშემორტყმული თქვენს უსაფრთხოებას 6 აირბალიში ემსახურება. მათგან ერთი მძღოლს იცავს,
ერთი - წინა მგზავრს, ორი აირფარდა სალონს მთელს სიგრძეზე გასდევს და პლუს
ორი გვერდითა აირბალიში.
უფრო მტკიცე და ხისტი სტრუქტურა საკიდარის უფრო მკვიდრი სამაგრები და მანქანის მზიდი ტანი წრიული სტრუქტურით, ცენტრში მაქსიმალურ სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

  • უსაფრთხოების ღვედების წინასწარ დამჭიმი
    ავარიის შემთხვევაში, სენსორი დაუყოვნებლივ რეაგირებს და სისტემა ღვედს ისე ჭიმავს, რომ მან დაზიანება არ გამოიწვიოს.
მოსახერხებელი

კრისტალურად
სუფთა
მაჩვენებლების დაფა

მაჩვენებლების დაფაზე განლაგებულ ტახომეტრს და სპიდომეტრს
თეთრ-ლურჯი განათება აქვს, რაც მათს გარჩევადობას აუმჯობესებს.
საჭირო ინფორმაციას, ვიზუალური გამოსახულების გარდა,
ხმოვანი სიგნალებითაც ღებულობთ. ეს ყველაფერი კი სპორტულ
სტილთან ორგანულადაა შერწყმული.


Conventional type

სამარშრუტო კომპიუტერი საბორტო კომპიუტერი მუდმივად გაწვდით
საჭირო ინფორმაციას, როგორიცაა მოგზაურობის ხანგრძლივობა და
დისტანცია, რომელსაც ავზში დარჩენილი საწვავით გაივლით. აქვე ნახავთ ეკო-მართვის ინდიკატორს, რომელიც საწვავის
ეკონომიურად მოხმარებაში დაგეხმარებათ.


ჰაერის კონდიცირების სრულიად ავტომატური სისტემა
ეს სისტემა ოპციის სახითაა. ის იმითაა მიმზიდველი, რომ მძღოლის და წინა მგზავრის მხარეს, სრულიად განსხვავებულ კლიმატს ქმნის. მთავარია, შესაბამისი ტემპერატურები მიუთითო და დანარჩენს სისტემა თავად გააკეთებს.

საჭის რგოლი მართვის საშუალებებით
„აქცენტის“ საჭით, ბევრი რამის მართვა შეიძლება. თანაც ისე, რომ საჭეს ხელი არ მოაშოროთ. ისარგებლეთ ტელეფონით, რომელზეც წინასწარ ბლიუთუთ სისტემა უნდა გააქტიურდეს. მართეთ სტერეო სისტემა. ეს ყველაფერი იმ ღილაკებით შეგიძლიათ, რომლებიც საჭის რგოლზეა მოთავსებული.
აუდიო კონტროლის გადამრთველი

აუდიოსისტემის მართვა, საჭის რგოლის წკირებზე მოთავსებული გადამრთველებით შეიძლება.

ტელეფონის დისტანციური მართვა

ფუნქცია „თავისუფალი ხელები“ და სისტემა ბლიუთუთ, ტელეფონის შორიდან გამოყენების საშუალებას იძლევა.


შეგიძლიათ აიფონით, აიპოდით და USB-პორტით სარგებლობა
წინა კონსოლზე არსებული USB-პორტი, აიფონით, აიპოდით და USB-სისტემით, ან სხვა მულტიმედია სისტემით სარგებლობის საშალებას გაძლევთ. ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა და მგზავრობა უფრო სახალისო იქნება. iPod is a trademark of Apple Inc.

პარკირების დამხმარე, რომელიც გამოსახულებით დაგეხმარებათ
და ყურებია. უკანა ხედვის კამერა, გამოსახულებას უკანა ხედვის სარკეში იძლევა. მიმმართველები, ბორდურთან და სხვა მანქანებთან თქვენი მდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. უკანა ბამპერში არსებული სენსორები იმ ობიექტებს აფიქსირებს, რომლებსაც ვერ ხედავთ და მათ შესახებ, ხმოვანი სიგნალით გატყობინებთ.
„აქცენტის“ ვიდეორგოლი სამგანზომილებიანი პროექციით
კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ეს ვიდეორგოლი, ახალ სლოგან „ახლებური აზროვნება, ახალი შესაძლებლობანი“, დემონსტრაციის საშუალებას იძლევა. ის „აქცენტს“ მრავალი კუთხით წარმოგიდგენთ.

  • აუდიო სისტემა
    ეს სისტემა აერთიანებს რადიოს, CD-ს MP3-ს, USB და AUX სისტემებს. მასში შედის 4 დინამიკი და 2 ტვიტერი. ეს ყველაფერი, მაღალი ხარისხის ხმას გამოსცემს.

  • რადიო + USB + AUX
    ინტეგრირებული სისტემა რადიოს და სხვა მულტიმედიური საშუალებების მოსმენის საშალებას იძლევა. შეგიძლიათ, ამისათვის აიფონი და აიპოდი გამოიყენოთ. პორტატული საშუალებების შესაერთებლები სისტემის ქვედა ნაწილშია მოთავსებული.

  • ძრავის სტარტ/სტოპ ღილაკი, ჭკვიანი გასაღები
    ძრავის ჩართვა, ამ ღილაკზე დაჭერით შეიძლება. იგივეს ჭკვიანი სამღილაკიანი გასაღებითაც გააკეთებთ.

სპეციფიკაცია

expand all
საერთოკატეგორია სედანი
მარკა UII 1.6 CRDi (EU4) 4-საფეხურიანი ავტომატური FWD
მოდელის დასახელება აქცენტი
ადგილები 5

 

 

ძრავიძრავის მარკა 1.6 U II CRDi
მუშა მოცულობა (კუბ.სმ)
1,582
მაქს. სიჩქარე (კმ/სთ)
190
მაქს. სიმძლავრე (ცხ.ძ / ბრ)
128 / 4000
მაქს. მომენტი (ნმ / ბრ)
265 / 1,900-2,750
აჩქარება (0 - 100 კმ/სთ) (წმ)
10.7
სამუხრუჭე მანძილი (მ)
43
ცილინდრების რიცხვი 4
სარქველების რიცხვი 16
ტრანსმისიატრანსმისიის ტიპი 4-საფეხურიანი ავტომატური FWD
საწვავის ხარჯისაწვავის ტიპი დიზელი
საწვავის ხარჯი
(ქალაქში) (ლიტრი / 100კმ)
7
საწვავის ხარჯი
(ქალაქგარეთ) (ლიტრი / 100კმ)
4.6
საწვავის ხარჯი
(კომბინირებული) (ლიტრი / 100კმ)
5.6
CO2 გამონაბოლქვი
(კომბინირებული) (გ/კმ)
148
საწვავის ავზის მოცულობა (ლიტრი)
43

 

 

ექსტერიერისიგრძე (მმ)
4,370
სიგანე (მმ)
1,700
სიმაღლე (მმ)
1,457
ბორბლების ბაზა (მმ)
2,570
წინა ბორბლების კვალი (მმ)
1506
უკანა ბორბლების კვალი (მმ)
1511
წინა გადმონაკიდი (მმ)
820
უკანა გადმონაკიდი (მმ)
980
საბარგულისაბარგულის მოცულობა (VDA; ლიტრი)
470
წონამინ. აღჭურვილი წონა (კგ)
1,165
მაქს. აღჭურვილი წონა (კგ)
1,245
სრული წონა (კგ)
1,650

 

 

ბორბლები და საბურავებიწინა ბორბლები 5.5Jx14", 6.0Jx16"
უკანა ბორბლები 5.5Jx14", 6.0Jx16"
წინა საბურავები 175/70R14", 195/50R16"
უკანა საბურავები 175/70R14", 195/50R16"

 

საბურავის მარკირება

 

საბურავის მომწოდებელისაბურავის ზომასაწვავის ეფექტურობა 
*კლასი
სველი ჩაჭიდება
*კლასი
გორვის გარე ხმაური
*კლასი / შედეგი (დბ)
კუმჰო 175/70R14 84T E C W3 / 71(dB)
195/50R16 84H E C W3 / 73(dB)
ჰენკუკი 175/70R14 84T E B W2 / 68(dB)
195/50R16 84H E C W2 / 69(dB)
185/65R15 88H E C W2 / 68(dB)

 

ფასები

პარამეტრები 6M/T 157 158 სედანი ჰეჩბეკი
აქცენტი 1.4 14.100      
4A/T   15.750    
აქცენტი 1.6 4AT     15.950 15.950
უსაფრთხოება          
უსაფრთხოების ბალიში მძღოლის    +      
უსაფრთხოების ბალიში მძღოლის და მგზავრის     + + +
უსაფრთხოების ღვედი   + + + +
ABS (მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა)     + + +
ინტერიერი          
ტყავით გაწყობილი საჭე     + + +
ნაჭრის სავარძლები   + + + +
მეტალის ფაქტურით გაწყობილი სალონი   + + + +
ჭიქის ჩასადები   + + + +
ხელის დასაყრდენი   + + + +
სათვალის ჩასადები   + + + +
აუდიო სისტემა          
მაგნიტოლა: (რადიო +  CD + MP3)   + + + +
აიპოდის შესაერთებელი კაბელი   + + + +
კომფორტი და აღჭურვილობა          
კონდიციონერი   + + + +
საჭის ჰიდროგამაძლიერებელი   + + + +
ელექტრო რეგულირებადი შუშები   + + + +
ცენტრალური საკეტი    +      
ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით     + + +
საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება   + + + +
ელექტრო სარკეები    + + + +
ელექტრო სარკეები გამათბობლით       +  
ბორტ კომპიუტერი   + + + +
სალონის განათება    + + + +
მძღოლის სავარძლის სიმაღლის რეგულირება   + + + +
ექსტერიერი          
საბურავების დეკორატიული ხუფი    +      
ალუმინის დისკები     + + +
ბადე საბარგულში          
ბამპერი მანქანის ფერში   + + + +
საბურავები: 175/70 ღ14    + + + +