ბრძანება 15/01

სს „  ჰიუნდაი ავტო საქართველო“

ბრძანება #15/01

 

ქ. თბილისი                                                                                                                   15 აგვისტო 2019წ.

სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ დამკვეთებთან ფინანსური ანგარიშგების პროცესის შემდგომი სრულყოფის შესახებ

სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ დამკვეთებთან ფინანსური ანგარიშგების პროცესის შემდგომი სრულყოფის მიზნით

ვბრძანებ:

 

  1. დამკვეთებთან ავტოტექ-მომსახურების პროცესისა და სათანადო საანგარიშსწორებო პროცედურების სრულყოფილად  წარმართვის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული ავტო/ტექ მომსახურების პირობები   ხელშეკრულება ”E”/დანართი N1/,  დებულება - /მხარეების სამოქმედო წესები/ „სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოში“  ავტოტექ-მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ“/დანართი N2/  და სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ ავტო/ტექ მომსახურების განაცხადი-მომსახურების პოლისი(შემდგომში პოლისი)/დანართი N3/.
  2. მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია სს“ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მხრიდან წარმოადგენს ოფერტას დამკვეთებისათვის. ეს ხელშეკრულება მისი დანართებით გამოიკრას სერვისის ოფისში.
  3. ეს ბრძანება, მისი გაცნობის და დეპონირების მიზნით, განთავსდეს სს“ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ ვებ. გვერდზე.
  4. დამკვეთის  ხელმოწერა პოლისსზე ნიშნავს თანხმობას - მის დასტურს ოფერტაზე და შესაბამისად მისთვისაც სავალდებულო ხდება ამ ბრძანებითა და მისი დანართებით დადგენილი (შემოთავაზებული) პირობების შესრულება.
  5. იკრძალება ავტო-ტექმომსახურების ჩატარება დამკვეთთან ზემოდ ხსენებული ხელშეკრულების პოლისის გაფორმებისა და მისი მოთხოვნების შესრულების გარეშე.
  6.  დაერთოს ნება სერვისების დეპარტამენტს (ა. ხვედელიძე), განახორციელოს  მოთხოვნილი ტექ-მომსახურება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც უზრუნველყოფილ იქნება დამკვეთის მხრიდან ამ ბრძანების მეოთხე პუნქტში მოხსენიებული პროცედურების შესრულება და რის შესახებაც ეცნობება მას ფინანსური მენეჯერისაგან და ბუღალტერიიდან დამატებით.
  7. დაევალოთ სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ (შემდგომში „კომპანია“) ბუღალტერს(დ.ციციშვილი) და ფინანსურ მენეჯერს (გ.ყალიჩავას) 10(ათი) დღის ვადაში წარმოადგინონ იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სიის ელექტრონული ვერსია  (შემდგომში - “დანართი N4”), რომლებსაც სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მიმართ   გააჩნიათ დებიტორული  დავალიანებები.  
  8. კომპანიის ბუღალტერმა(დ.ციციშვილი) და ფინანსურმა მენეჯერმა (გ.ყალიჩავა)     „დანართი“ N4“ -ის  განახლება უზრუნველყონ  ყოველთვიურად.
  9. კომპანიის ბუღალტერმა(დ.ციციშვილმა)  უზრუნველყოს  “დანართი N4” - სა და მისი განახლებული ვერსიების ყოველთვიურად მიწოდება  სერვისების დეპარტამენტისათვის სახელმძღვანელოდ.
  10. კომპანიის სერვისების დეპარტამენტის ოპერატორებს მომსახურების დაწყებამდე ევალებათ:

 

  • მოახდინონ კომპანიაში, ტექ-მომსახურების მიღების მიზნით, შემოსული ყოველი ავტომანქის  იდენტიფიცირება ამ ბრძანების „დანართ N4“-ის შესაბამისად.
  • შეკვეთის გახსნის, მომსახურების და შესრულებული სამუშაოების ჩაბარების მიზინით, უზრუნველყონ „დამკვეთის“ უფლებამოსილების (დელიგირების) მოპოვება, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  • მომხმარებლის ან/და მისი ავტომანქანის „დანართ N4“-ში აღმოჩენის შემთხვეაში, დაუყონებლივ აცნობონ აღნიშნულის შესახებ კომპანიის ფინანსურ მენეჯერს (გ.ყალიჩავა) ბუღალტერიას(დ.ციციშვილი)  შემდგომი მითითებების მიღების მიზნით;
  • ზემოდ ხსენებული შემთხვევისას, იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ ფინანასური მენეჯერის, ბუღალტერიიდან მიღებული სათანადო მითითების შესაბამისად;  აღნიშნული, თავის მხრივ გულისხმობს ან შეკვეთის გახსნის უფლებას, ან დამკვეთისათვის მომსახურებაზე უარის თქმის ვალდებულებას, მაშინაც კი თუკი ვერ მოხერხდება „დამკვეთის“ უფლებამოსილების (დელიგირების) მოპოვება.
  • დაევალოს სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ ფინანსურ მენეჯერს(გ.ყალიჩავა) და ბუღალტერიას(დ.ციციშვილი) მოახდინოს მყისიერი რეაგირება,მიიღონ გადაწყვეტილება სერვისის ოპერატორების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
  • დამკვეთის/მისი ავტომანქანის „დანართ N4“-ში არ აღმოჩენის შემთხვეაში, უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან გააცნონ დამკვეთს ამ ბრძანების მოთხოვნები(მათ შორის დიაგნოსტიკის პირობები), მომსახურების ხელშეკრულებაზე დასტურის გათვალისწინებით  გასცენ პოლისი და უზრუნველყონ დამკვეთის მომსახურება  დადგენილი წესის მიხედვით.

 

  1. კომპანიის თანამშრომლის, მათ შორის სერვისების შესაბამისი მენეჯერის მხრიდან, ამ ბრძანებით განსაზღვრული ვალდებულებების არ  ან არა ჯეროვნად შესრულება შეფასდება, როგორც „საქართველოს შრომის კოდექსით“ და  სს“ჰიუნდაი ავტო საქართველოს“  შინაგანაწესით განსაზღვრულ „დარღვევად”და დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით თვითოეულ შემთხვევაზე.

 

  1. წინამდებარე ბრძანება და მისი დანართები შევიდეს ძალაში 2019 წლის 20 აგვისტოდან.

 

  1. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მართველ დირექტორს - მერაბ გიორგობიანს.

 

 

 

 

ავტო/ტექ მომსახურების პირობები

 ხელშეკრულება „E”

 

ქ.თბილისი                                                                                                       

  1. საერთო პირობები
  1. წინამდებარე ავტო/ტექ მომსახურების პირობები/ხელშეკრულება წარმოადგენს „შემსრულებლის“ (სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“) ოფერტას  დამკვეთთან  ავტო/ტექ მომსახურების განხორციელების  პირობებს/ხელშეკრულებას(შემდგომში პირობებს).
  2. „დამკვეთი“ „განაცხად-მომსახურების პოლისზე“ ხელისმოწერით ადასტურებს მის თანხმობას წინამდებარე ხელშეკრულების (პირობებზე) დადების-მიერთების (პირობების შეთანხმების) ფაქტს;
  3. ზემოაღნიშნულის შესახებ გაიცემა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი - მომსახურების მოწმობა(პოლისი)  (იგი წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურების პირობები/ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს და მოცემულია დანართიN3-ის სახით).
  4. სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ ავტო/ტექ მომსახურება განხორციელდება წინამდებარე პირობების, მისი დანართების „დამკვეთის“ განაცხადის - მომსახურების პოლისის გაფორმებით,  და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  1. „დამკვეთის“ განაცხადი - მომსახურების პოლისი, ისევე როგორც ამ ხელშეკრულების სხვა დანართები(იხ.ქვემოთ), წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურების პირობების განუყოფელ ნაწილს, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს და ერთობლიობაში მოწოდებული არიან ლეგიტიმურად სრულფასოვანი და სათანადო ხარისხის მომსახურების მიღებისაკენ.

2. ხელშეკრულების საგანი

2.1.  ხელშეკრულების საგანია შემსრულებლის მიერ დამკვეთის (ან/და მისი უფლებამოსილი პირის) მიერ წარმოდგენილი ავტომანქანებისათვის ავტოტექმომსახურების (სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების) ჩატარება სათადარიგო მარაგნაწილების მიწოდებით ან მის გარეშე, მხარეებს შორის შეთანხმებული საფასურის მიღების სანაცვლოდ.        

2.2.  ავტომანქანის მომსახურების პირობები, ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის განისაზღვერება ინდივიდუალურად ამ ხელშეკრულების დებულებების და დამკვეთთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე - გაცემული მომსახურების პოლისში დაზუსტებული პირობების გათვალისწინებით.

2.3. ამ ხელშეკრულებას ახლავს „დებულება/მხარეების სამოქმედო წესები“/დანართი N2/; ამასთან, დანართი N2(ისევე როგორც დანართებიN3,N4) წარმოადგენს ამ ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს, რომელთა შევსება/შესრულება სავალდებულოა ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისათვის.  

2.4.დამკვეთი  უკვეთავს შემსრულებელს ავტომანქანის ტექმომსახურებას,  ხოლო შემსრულებელი იღებს ვალდებულებას მხარეთა ერთობლივი ან ცალმხრივი დათვალიერების საფუძველზე, ფასის დადგენის მიზნით, შესაძლებელია გამოწეროს დაზუსტებული ინვოისი-მიღება-ჩაბარების აქტი/დანართი N4/, მიაწოდოს მას შესაბამისი საქონელი ან/და მომსახურება.

3 მხარეთა უფლებები და მოვალეობები

3.   დამკვეთის  უფლება-მოვალეობანი:

3.1.  .ა/მანქანის ტექ.მომსახურებისათვის წარმომდგენი პირი(თუკი არ წარმოადგენს მესაკუთრეს), იგი შესაბამისი მომსახურების დაწყებამდე, უზრუნველყოფილ უნდა იქნას სერვისების მოთხოვნასა და შედარების ან/და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერაზე უფლებამოსილებით. ამასთან, უფლებამოსილება შეიძლება წარმოდგენილ იქნას როგორც წერილობითი ასევე ელექტრონული ფორმის მეშვეობით. 

3.1.1. დამკვეთის მხრიდან, შესასრულებელი მომსახურების მოთხოვნასა და გაწეული სერვისის ჩაბარებაზე  უფლებამოსილი პირი განისაზღვრება(მისი დელიგირება)  ფიქსირდება შემსრულებლის მიერ გაცემულ მომსახურების პოლისში.

3.2.  გადაიხადოს მისთვის გაწეული მოსახურების ღირებულება, შემსრულებლის მიერ ამ ხელშეკრულების მუხლი 2 - ის პირობების საფუძველზე შედგენილი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის/დანართი 4 - ის/ საფუძველზე.

3.3. იმ შემთხვევაში როდესაც მესაკუთრესთან/„შემსრულებელთან“ შეთანხმებით, ანგარიშსწორება არ ხდება სერვისის დასრულების დღესვე, დამკვეთი ვალდებულია მომსახურების დასრულებისას - ავტომანქანის „კომპანიის“ ტერიტორიიდან გაყვანამდე, უზრუნველყოს შედარების ან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება (დანართი N5); მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ  უფლებამოსილია იგი დატოვოს სერვისის ტერიტორია. 

3.4.დამკვეთის მიერ მისთვის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები მიიღება გაწეული მომსახურებიდან მხოლოდ 7 (შვიდი) დღის ვადაში გარდა საგარანტიო შემთხვევებისა; ამ ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები აღარ მიიღება; გარდა ამისა, პრეტენზიები არ მიიღება იმ შემთხვევაშიც თუკი ადგილი ექნება მექანიკურ ზემოქმედებას (დაზიანებას) შემსრულებლის შეცვლილ აგრეგატზე ან დადგინდება რომ წარმოდგენილ ავტომანქანას ნებისმიერი სახის (მათ შორის შეცვლილი დეტალის დემონტაჟის მიზნით) სერვისი ჩაუტარდა არა „შემსრულებლის“ სერვის ცენტრში.

3.5. დამკვეთი უფლებამოსილია, ა/მანქანის სერვისულ მომსახურებაზე დატოვებისას, მოითხოვოს ხოლო შემსრულებელი ვალდებულია შეადგინოს ა/მანქანის დათვალიერების ოქმი, წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთის ნებისმიერი პრეტენზიები მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ უსაფუძვლოა და არ იქნება განხილული.

 

 

4.  შემსრულებელის(„კომპანიის“) უფლება-მოვალეობანი:

 

4.1.  გაუწიოს დამკვეთს მოსახურება ამ ხელშეკრულებით შეთანხმებულ და მომსახურების პოლისით დაზუსტებულ პირობებზე. მომსახურების ადგილად განისაზღვროს ქ. თბილისი, „კომპანიის“(შემსრულებლის) ავტოსერვისის ტერიტორია;

4.2.  შემსრულებელს არა აქვს უფლება დამკვეთის თანხმობის გარეშე სხვას გადააკისროს მის მიერ შესასრულებელი მომსახურება, გარდა ტექნიკური ხასიათის სამუშაოს შესრულებისა.

4.3. საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს დამკვეთის მიერ დადგენილ ვადებში მითითებული ხარვეზვების გამოსწორება.

4.4. „კომპანია“ უფლებამოსილია არ შეასრულოს მომსახურება, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი ამ ხელშეკრულების მუხლი 3 -ის მოთხოვნების შესრულება დამკვეთის მხრიდან.

 

5. სახელშეკრულებო ვადა

5.1. ვადა განისაზღვრება დამკვეთისათვის გაცემული მომსახურების პოლისის შესაბამისად.

 

6 მომსახურების საფასური

6.1. მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველი კონკრეტული ავტომანქანისათვის  და აისახება განაცხადი-მომსახურების პოლისში.

6.1.  მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით შემსრულებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

 

7 მხარეთა პასუხისმგებლობა, დავის გადაწყვეტა და ფორსმაჟორი

7.1.    თითოეული მხარე პასუხს აგებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის.

7.1.1. ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებისათვის, ბრალეული მხარე მეორე მხარეს უხდის პირგასამტეხლოს ინვოისში დაფიქისრებული თანხის 0.1%-ის ოდენობით.

7.2.    თითოეული მხარე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია მეორე მხარის ბრალის შედეგად.

7.3.    წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დადგება თუკი ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოწვევულია დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორი), რაც შეუძლებელს ხდის ამ ხელშეკრულების შესრულებას;

7.4.    დაუძლეველი ძალად მიიჩნევა ისეთი ფაქტის ან გარემოების არსებობა, რის გამოც ხელშეკრულების მხარე ვერ ასრულებს ვალდებულებას, კერძოდ: ხანძარი და აფეთქება, წყალდიდობა, სტიქიური უბედურება;

სამხედრო მოქმედება, აჯანყება, სამოქალაქო ომი.

7.5.    თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს სამი დღისა) შეატყობინოს დაუძლეველი ძალის არსებობის შესახებ, რის გამოც იგი ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

7.6.    ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას, ხელშეკრულების შესრულება გადაიწევს იმ ვადით რა ვადითაც ადგილი ექნება ფორს-მაჟორს, მაგრამ არაუმეტეს 2(ორი) თვის ვადისა. ასეთი ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მხარეები დამატებით გადაწყვეტენ ურთიერთობების ფორმებსა და პირობებს;

7.7.    ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა მხარეებს შორის წყდება შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.

 

8 ხელშეკრულების შეწყვეტა

8.1. ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს.

8.2.  დამკვეთს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ:

1.   შემსრულებელი არ უწევს შეთანხმებულ მომსახურებას;

2.   შემსრულებელმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება.

 

8.3.  თუ დამკვეთი არ გადაუხდის შემსრულებელს შეთანხმებულ ანაზღაურებას ან/და გადააცილებს გადახდის ვადას,(ასეთზე შეთანხმების შემთხვევაში), მაშინ შემსრულებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება საზღაურის გადახდის ვადის დადგომიდან 15 კალენდარული დღის შემდეგ. ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის აღნიშნულის  შესახებ შემსრულებელმა წერილობით უნდა აცნობოს დამკვეთს შეწყვეტის საფუძვლის მითითებით.

 

8.5.მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება, შეწყვეტის თარიღამდე 10 დღით ადრე მეორე მხარისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული ვალდებულებები მხარეთა მიერ უნდა იქნას შესრულებული სრულად;

 

9 დამატებითი პირობები

9.1. ამ ხელშეკრულებზაე ხელის მოწერით დამკვეთი ადასტურებს, რომ იგი გაცნობილია როგორც ოფერტას(ხელშეკრულებას), ასევე მისი დანართებს; ეთანხმება და აღიარებს მათ, როგორც შემადგენელ და განუყოფელ არსებით პირობად.  კისრულობს ვალდებულებას   შეასრულოს და დაიცვას მათი მოთხოვნები.

9.2. წინამდებარე მომსახურების პირობები(ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე. მომსახურების პირობები განთავსებულია/დეპონირებულია „შემსრულებლის“ სერვის ოფისსში და მის ვებ გვერდზე. ხელშეკრულების ეგზემპლარი გადაეცემა მხარესდამკვეთის“ მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.

 

9.3. „შემსრულებელი“ უფლებამოსილია გადახედოს ფასებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით განსაზღვრული პირობების დადგომის შემთხვევაში.

 

9.4. ხელშეკრულებაში ცვლილება-დამატებების შეტანა ხდება წერილობითი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და რაც ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

 

 

 

 

   

სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ ავტო/ტექ მომსახურების

განაცხადი-მომსახურების პოლისი

დეპონირებული ავტო/ტექ მომსახურების პირობების(ხელშეკრულების) შესაბამისად 

დამკვეთის დასახელება

 

 

დამკვეთის სახელით დოკუმენტებზე ხელის მოწერაზე უფლებამოსილი (დელიგირებული) პირი

 

    შესასრულებელი სამუშაოები   

                     /სერვისი/  

საჭირო სერვისის დადგენის მიზნით დამკვეთი თანახმაა ა/მანქანას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა, რომლის ფასი გადახდილ იქნება წინსწრებით ან სერვისის დასრულებამდე; სერვისის ჩატარების შემთხვევაში, ეს ფასი გათვალისწინებულ იქნება სერვისის საფასურში;  ამასთან, სერვისის მიმდინარეობისას შესაძლებელია დამატებით გამოვლინდეს არსებული(ფარული) დეფექტები, რომლის შესახებაც დამატებით ეცნობება დამკვეთსს.  სერვისის დასრულებისას ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

ფასი, გადახდის პირობები, ფორმა(ნაღდი/უნაღდო) და ვადები

 

სერვისის ფასი დგინდება დიაგნოსტიკით ან/და უშუალოდ სერვისისას გამოვლენილი დეფექტების გათვალისწინებით; იგი აისახება შევსებულ „დაზუსტებულ შეკვეთა განაცხადში“ და პოლისში, ინვოისის საფუძველზე.

დამკვეთის უფლება-მოვალეობანი

 სერვისის დაწყებამდე, უზრუნველყოს თავისი უფლებამოსილების დადასტურება  მომსახურების მოთხოვნასა და შესრულების მიღება-ჩაბარებაზე. გადაიხადოს დიაგნოსტიკის ან/და მომსახურების საფასური წინსწრებით ან სერვისის დასრულებამდემდე;   მოითხოვოს უხარისხოდ გაწეული მომსახურების გამოსწორება. ა/მანქანის სერვისზე დატოვების შემთხვევაში, მოითხოვოს ორმხრივი დათვალიერების ოქმის შედგენა. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში იხდის პირგასამტეხლოს მომსახურების საფასურის 0.1% -ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

შემსრულებლის უფლება-მოვალეობანი

გააცნოს დამკვეთს ხელშეკრულება და მისი დანართები (მათ შორის ეს პოლისი). ვალდებულია მიაწოდოს დამკვეთს ხარისხიანი საქონელი/მოსახურება ვადებში ავტო/ტექ მომსახურების(ხელშეკრულებით) და ამ პოლისით დაზუსტებულ პირობებზე. შემსრულებელი უფლებამოსილია არ შეასრულოს მომსახურება  ვიდრე: არ მოხდება დამკვეთის სათანადო დელიგირება, არ იქნება გადახდილი შესაბამისი საფასური ამ პოლისით დადგენილი წესების მიხედვით. საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს დამკვეთის მიერ მითითებული ხარვეზვების გამოსწორება. დამკვეთის  მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემკვეთს ინფორმაცია მომსახურების მიმდინარეობის შესახებ. ვადების დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს უხდის პირგასამტეხლოს მომსახურების საფასურის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

პრეტენზიების წარდგენა

 

პრეტენზიები გაწეული მომსახურების მიმართ აღარ მიიღება სერვისის ჩატარებიდან 7(შვიდი) დღის შემდეგ, გარდა საგარანტიო შემთხვევებისა. ამასთან, პრეტენზიები არ მიიღება იმ შემთხვევაშიც თუკი ადგილი ექნება მექანიკურ ზემოქმედებას (დაზიანებას) შემსრულებლის შეცვლილ აგრეგატზე ან დადგინდება რომ წარმოდგენილ ავტომანქანას ნებისმიერი სახის (მათ შორის შეცვლილი დეტალის დემონტაჟის მიზნით) სერვისი ჩაუტარდა არა „შემსრულებლის“ სერვის ცენტრში.

დავების გადაწყვეტა და ფორსმაჟორი

დავები და ფორსმაჟორული გარემოებები რეგულირდება  „მომსახურების პირობების“ მიხედვით/ბრძანება ------- ის დანართი N1/

                 შენიშვნა

 

 

 

სს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველო’’- მომსახურების პირობები (ხელშეკრულებადეპონირებულია შემსრულებლის ოფისში და  განთავსებულია მის ვებ გვერდზე.

დამკვეთი: წინამდებარე პოლისზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ შეთავაზების განხორციელების პროცესში შემსრულებლის მხრიდან ინფორმირებული ვიყავი, გავეცანი და ვეთანხმები სს “ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მომსახურების პირობების(ხელშეკრულებას)  წერილობით ოფერტას,-მათ შორის არსებით პირობებს. ვეთანხმები და ვკისრულობ ვალდებულებას დავიცვა და შევასრულო, როგორც მომსახურების პირობები და მისი დანართების, ასევე ამ პოლისით განსაზღვრული ვალდებულებები.

 

 

 

 

დებულება

/მხარეების სამოქმედო წესები/

სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოში“  ავტოტექ-მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ

1.წინამდებარე დებულება, განსაზღვრავს  კომპანიაში სათანადო სამოქმედო წესებს, იგი მიზნად ისახავს და ემსახურება დამკვეთისათვის კომპანიაში დადგენილი მომსახურების მაღალი სტანდარტების  უზრუნველყოფას;  ამისათვის დებულებაში ასახულია და იგი  შესაბამისად არეგულირებს მხარეებს შორის იმ  ურთიერთობებს, რომლებსაც ადგილი აქვს დაწყებული დამკვეთის ა/მანქანის „კომპანიის“ ტერიტორიაზე შემოსვლიდან, სერვისის დასრულებისა და  მხარეების მიერ  ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების ჩათვლით.

2.წინამდებარე დებულება  დამტკიცებულია სს „ჰიუნდაი ავტო საქართველის“(შემდგომში „კომპანია“) პრეზიდენტის 15.08.19.-ის  N15/01 ბრძანებით.  იგი წარმოადგენს ამ ბრძანების, მომსახურების პირობების/ხელშეკრულების(E) - (შემდგომში სერვის-კონტრაქტის) შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს და  სავალდებულაო კომპანიის თანამშრომლებისათვის;

3. წინამდებარე დებულებით დადგენილი წესების გათვალისწინება სავალდებულო და აუცილებელია იმ დამკვეთისათვის რომელიც შესაბამისი სერვის-კონტრაქტის პირობებს  აღიარებს და პოლისის გაფორმებით, მიზნად ისახავს ავტო-ტექნიკური  მომსახურების მიღებას კომპანიისაგან; ამდენად დებულებაში მათ შორის, ასახულია ხსენებული ხელშეკრულების/არსებით პირობები - კომპანიის ოფერტა.

4. თითოეული მხარე პასუხს აგებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის.

5. თითოეული მხარე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია მეორე მხარის ბრალის შედეგად.

6. წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დადგება თუკი ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოწვევულია დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორი), რაც შეუძლებელს ხდის ამ ხელშეკრულების შესრულებას;

7. დაუძლეველი ძალად მიიჩნევა ისეთი ფაქტის ან გარემოების არსებობა, რის გამოც ხელშეკრულების მხარე ვერ ასრულებს ვალდებულებას, კერძოდ: ხანძარი და აფეთქება, წყალდიდობა, სტიქიური უბედურება; სამხედრო მოქმედება, აჯანყება, სამოქალაქო ომი.

8. თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს სამი დღისა) შეატყობინოს დაუძლეველი ძალის არსებობის შესახებ, რის გამოც იგი ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

9. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას, ხელშეკრულების შესრულება გადაიწევს იმ ვადით რა ვადითაც ადგილი ექნება ფორს-მაჟორს, მაგრამ არაუმეტეს 2(ორი) თვის ვადისა. ასეთი ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მხარეები დამატებით გადაწყვეტენ ურთიერთობების ფორმებსა და პირობებს;

10. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა მხარეებს შორის წყდება შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.

 

11.„კომპანიაში“ ავტო-ტექ მომსახურების მიღების მიზნით, დამკვეთი ვალდებულია ა/მანქანა გააჩეროს „სერვისის ოფისთან“.

12. დამკვეთი მიმართავს კომპანიის სერვის-ოპერატორს(სუპერვაიზორი, მითერი), აცნობს მის სავარაუდო „პრობლემას“.

13.სერვისის ოპერატორი ვალდებულია:

13.1.გააცნოს დამკვეთს ამ უკანასკნელის მიერ დასახელებული დეფექტის(პრობლემის) გამოსწორების(შესაბამისი სერვისის) საფასური.

13.2.აქვე შესთავაზოს დამკვეთს შემდეგი არჩევანის გაკეთება:

ა) ჩაუტარდეს დამკვეთის ა/მანქანას სერვისი, მხოლოდ მის მიერ დასახელებული „პრობლემების“ ირგვლივ, სათანადო წესით გაფორმებულ სერვის-კონტრაქტის და პოლისის პიროებების გათვალისწინებით.

ამ  შემთხვევაში, შეთანხმებულ სერვისთან ერთად, დეფექტების სრულად დადგენის მიზნით, ხსენებულ ა/მანქანას  დიაგნოსტიკა  ჩაუტარდება უსასყიდლოდ (ბონუსის სახით). 

ბ)  როდესაც დამკვეთი კონკრეტულად ვერ ასახელებს არსებულ დეფექტის(პრობლემის) მიზეზს,   ტარდება დიაგნოსტიკა;

ამასთან დიაგნოსტიკა ჩატარდება უსასყიდლოდ, თუკი დამკვეთი  წინსწრებით ან სერვისის დასრულებამდე გადაიხდის გამოვლენილი დეფექტების სერვისის საფასურს.

გ) თუკი დამკვეთის თანხმობით, ა/მანქანას ჩაუტარდება დიაგნოსტიკა, ხოლო დამკვეთი კი უარს ამბობს ნებისმიერი სერვისის მიღებაზე, იგი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ დიაგნოსტიკის საფასური.

დ)სავალდებულო წესით ეცნობოს დამკვეთს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების(ოფერტაზე თანხმობა) საფუძველზე გაფორმებული პოლისის და მასში დაფიქსირებული შესაბამისი ფასის წინსწრებით ან სერვისის დასრულებამდე გადახდის კვალობაზე  ჩატარდება სათანადო მომსახურება.

13.3. ამ დებულების პუნქტი 13.2.-ში მოყვანილი ნებისმიერი ერთერთი შემთხვევის დადგომისას, სერვისის ოპერატორები უზრუნველყოფენ დაზუსტებული სერვისის სახეობისა და მისი საფასურის გაცნობას დამკვეთისათვის სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების გზით.

13.3.1.საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთთან შეთანხმებით, კომპანია უზრუნველყოფს ავტომანქანის სათადარიგო ნაწილების საზღვარგარეთ შეკვეთას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში (არაუგვიანეს შეკვეთიდან 60 (სამოცი) დღის ვადაში) ჩამოტანას;

13.3.2.“კომპანიაში“ შესაძლებელია „ჰიუნდაის“ ბრენდის ა/მანქანების სხვადასხვა სათადარიგო ნაწილების მხოლოდ შეძენა; ასეთ შემთხვევაში გარანტია არ გაიცემა.

დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს ხსენებული სერვისის(მათ შორის თუნდაც მხოლოდ დიაგნოსტიკის) ან შეძენილი სათადარიგო ნაწილის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერვისი არ განხორციელდება.

14. „დამკვეთი“ და „კომპანია“ამ დებულების პირობების გათვალისწინებით, აცხადებენ თანხმობას მასზედ, რომ სერვისის დაწყებამდე, სერვის-კონტრაქტთან ერთად სავალდებულო წესით უნდა გაფორმდეს შემდეგი დოკუმენტები, მათ შორის: შეკვეთა-განაცხადი, დაზუსტებული შეკვეთა-განაცხადი ინვოისი, მომსახურების პოლისი,  მიღება-ჩაბარების აქტი, შედარების აქტი(საჭიროებისამებრ). ასევე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნას ა/მანქანაის მესაკუთრის (შესაძლებელია  ელექტრონული ფორმითაც) თანხმობის მიღება.

15. „კომპანიასა“ და დამკვეთს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ა/მანქანა გადაინაცვლებს სერვისის ზონაში;(ა/მანქანა გადაყავს ან თვით დამკვეთს ან „კომპანიის“ წარმომადგენელს.

16. მხარეთა შეთანხმებით სერვისის ზონაში:

16.1.ტარდება დიაგნოსტიკა, ამასთან დეფექტების დაზუსტების(გამოვლენის) შესაბამისად, ზუსტდება სერვისის კალკულაცია; ივსება „დაზუსტებული შეკვეთა-განაცხადი“ სერვისის სახეობისა და ფასის მითითებით(საჭიროებისამებრ). იგი გადაეცემა/ეცნობება ბუღალტერიასა და დამკვეთს. მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთის მიერ დაზუსტებული თანხის გადახდის შემდეგ ხორციელდება სერვისი.  სერვისზე უარის თქმის შემთხვევაში - გადახდილ უნდა იქნას დიაგნოსტიკის საფასური, მხოლოდ მას  შემდეგ ტოვებს დამკვეთი ტერიტორიას.

ან

16.2.პირდაპირ (დიაგნოსტიკის გარეშე)საფასურის გადახდისთანავე იწყება დამკვეთის მიერ კონკრეტულად მოთხოვნილი სერვისი.

16.3. კომპანიასა და დამკვეთს შორის კანონისმიერი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით :

ა)დამკვეთი  ნაღდი/ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით იხდის სერვისის ან/და სათადარიგო ნაწილის საფასურს ამ დებულებით (პოლისით) დადგენილი წესების შესაბამისად.

ბ)იმ შემთხვევაში თუ ა/მანქანის სერვისი მოთხოვნილია,  ანუ ა/მანქანა სერვის ცენტრში მოყვანილია  არაუფლებამოსილი  პირის მიერ(იგულისხმება სხვადასხვა კერძო ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სათანადო უფლებამოსილების არ მქონე ფიზიკური პირები), „კომპანია“ და სერვისის მომთხოვნი ფიზიკური პირი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ(მოპოვონ) მასზედ უფლებამოსილი პირისაგან თანხმობის(დასტურის) მიღება როგორც მოთხოვნილი სერვისის ჩატარების ასევე სამუშაოს ჩაბარების შესახებ. მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნილი დასტურისა და ამ სერვისის საფასურის ანაზღაურების შემდეგ, შესრულდება მოთხოვნილი სერვისი;

გ)დამკვეთისა და „კომპანიის“ შეთანხმებით, სერვისის დროულად  ჩატარების მიზნით, შესაძლებელია უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ფორმით გაცემულ იქნას როგორც დასტური მოთხოვნილ სერვისზე, ასევე უფლებამოსილების მინიჭება ა/მანქანის მომყვანი ფიზიკური პირისათვის ხელშეკრულების, პოლისის, შედარების მიღება-ჩაბარების, დეფექტურ აქტზე ან/და „კომპანიის“ მიერ გამოწერილ „ინვოისზე“ ხელისმოწერასა და მის ჩაბარებაზე.    

18. ა/მანქანის ძრავის დიაგნოსტიკის სურვილის შემთხვევაში, დამკვეთს ნათლად და მკაფიოდ უნდა ეცნობოს და განემარტოს შემდეგი:

18.1.დამკვეთს ეცნობოს ძრავის დიაგნოსტიკის (საჭირო მარაგ ნაწილების ჩამონათვალი და სერვისის)საფასური; მისი წინსწრებით გადახდის ვალდებულება, იმ შემთხვევაში როდესაც ხორციელდება მხოლოდ დიაგნოსტიკა და შესაბამისი სერვისის ჩატარება „კომპანიაში“ არ იგეგმება;

18.2. უპირველეს ყოვლისა განემარტოს დამკვეთს, რომ ა/მანქანის ძრავის გახსნის(დიაგნოსტიკის მიზნით)  და მისი შემადგენელი ნაწილების დათვალიერების (შემოწმების) ჩატარებისას, შესაძლებელია ძრავის კომპლექტაციაში არსებული ნაწილები აღმოჩნდეს ისეთ კონდიციაში(ისე დაზიანდეს), რომელთა ხელახალი გამოყენებით  ძრავის აწყობა და მისი მუშა მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია და იკრძალება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვითაც.   

18.3. დამკვეთის თანხმობის შემთხვევაში, მასთან ფორმდება შესაბამისი პოლისი. ა/მანქანა ინაცვლებს სერვისის სექტორში. ა/მანქანას უტარდება დიაგნოსტიკა. შედგება დეფექტური აქტი ძრავის სერვისის საფასურის მითითებით. დადგენილი (საფასური)კალკულაცია ეცნობება დამკვეთს, პარალელურად კომპანიის ბუღალტერიას და სერვისის ოფისს. დამკვეთი იხდის ძრავის შეკეთების (სერვისის) საფასურის  ავანსს მხარეთა შეთანხმებით;  საფასურის დარჩენილი თანხა გადახდილ იქნება სერვისის დასრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე, ა/მანქანის სერვისის ტერიტორიდან გაყვანამდე; ამასთან, ასეთ შემთხვევაში  დიაგნოსტიკის საფასური გათვალისწინებულ იქნება სერვისის საფასურში. 

18.4. სათუნუქე-სამღებრო სამუშაოების სერვისის პროცედურა:

ა/მანქანას უტარდება დიაგნოსტიკა, დგინდება  როგორც დაზიანებული სავალე ნაწილების შეძენა/სერვისის (საჭიროების შემთხვევაში), ასევე სათუნუქე-სამღებრო სამუშაოების ღირებულება(სრული შეფასება). „დამკვეთი“ ვალდებულია გადაიხადოს ხსენებული საფასური; თუკი დამკვეთი გადაწყვეტს, რომ ჩაუტარდეს ა/მანქანას სრული სერვისი „კოპმპანიაში“, ასეთ შემთხვევაში მის მიერ გადახდილი შეფასების საფასური გათვალისწინებულ იქნება  სრული სერვისის ღირებულებაში და სათანადოდ იქნება ასახული მასთან გაფორმებულ პოლისში.

19. სათანადო პოლისის გაფორმების „დაზუსტებული შეკვეთა-განაცხადის“ მიხედვით დამკვეთის მხრიდან, შესაბამისი ანაზღაურების განხორციელების საფუძველზე, კომპანიის ბუღალტერია გასცემს გადახდის დამადასტურებელ საბუთს(სამი ეგზ.), მათ შორის მხოლოდ შეძენილ სათადარიგო ნაწილებზეც.  

20.მხოლოდ წინა პუნქტში მოხსენიებული გადახდის დამადასტურებელი საბუთის გაცემის, ან პუნქტი 16.3.-ის მოთხოვნათა უზრუნველყოფის შემთხვევებში განხორციელდება ა/მანქანის სერვისი. ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება განხორციელდება კვალიფიციურად და სამუშაოების შესრულება განხორციელდება მაღალკვალიფიციური ოსტატების მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

20.1. დამკვეთს უფლება აქვს მოითხოვოს შემსრულებლისაგან ინფორმაცია, ხოლო შემსრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემკვეთს ინფორმაცია მომსახურების მიმდინარეობის შესახებ.

20.2.დამკვეთი  უფლებამოსილია მოითხოვოს გაწეული მომსახურების ჩაბარება ორივე მხარის ინსპექტირების ჯგუფის წარმომადგენლების მონაწილეობით; უხარისხოდ გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მოითხოვოს  ხარვეზის გამოსწორება ინსპექტირების შედეგების და პოლისით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. საქონლისა ან/და მომსახურების გადაცემა შესაძლებელია მოხდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით;  

21.სერვისის დაწყებასთან ერთად, დამკვეთი ტოვებს ა/მანქანის ტექ.პასპორტს სერვისის სექტორთან არსებულ დაცვის პოსტზე - (შლაგბაუმი N 2)

22. სერვისის დაწყებამდე ან მის პერიოდში სერვისის ოპერატორი სერვისის მენეჯერს გადასცემს გადახდის დამადასტურებელი საბუთის ერთი ეგზ. ასევე  „ინვოისი“ (საჭიროებისამებრ), მიღება-ჩაბარების ან/და დეფექტური აქტი, შედარების აქტი საჭიროებისამებრ (3 ეგზ.)

24. სერვისის დასრულების შემდეგ სერვის მენეჯერი ხელს აწერინებს დამკვეთს ზემოდ ხსენებულ საბუთებზე და 2 ეგზემპლარს აძლევს მას(ერთ ეგზემპლარს იტოვებს თავისთან). მანქანა  ჩერდება სერვისის ზონაში შლაგბაუმ N 2 - თან;

25. დამკვეთი გადახდის საბუთის ან შედარების აქტის ერთ ეგზემპლარს ტოვებს დაცვასთან შლაგბაუმ N 2-თან; (ერთ ეგზემპლარს კი იტოვებს თავისთან); დაცვა გადასცემს ა/მანქანის ტექ.პასპორტს ან პირადობის მოწმობას დამკვეთს და იგი უფლებამოსილია დატოვოს სერვისის ზონის ტერიტორია.

27. დამკვეთი ტოვებს „კომპანიის“ტერიტორიას. ამასთან  გადახდილია თანხა, როგორც ფიზიკური პირის მიერ ან ხელი მოწერილი აქვს შესაბამის დოკუმენტებზე - როგორც  დამკვეთის -  უფლებამოსილ წარმომადგენელს;